მთავარი საქართველოლეგიონერები მერაბ შარიქაძემ ,,ორიაკი” დატოვა

მერაბ შარიქაძემ ,,ორიაკი” დატოვა

ავტორი კახა მიხანაშვილი
18 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ საფრანგეთის პროდ2-ის კლუბი ,,ორიაკი” დატოვა.

ქართველ მორაგბეს კლუბის წარმომადგენლებმა გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს.

შარიქაძე ,,ორიაკში” 2014 წლიდან თამაშობდა. მან გუნდში 74 შეხვედრა ჩაატარა და 9 ლელო გაიტანა.
თუ სად გააგრძელებს კარიერას საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯერჯერობით უცნობია.

მერაბ შარიქაძეს ,,ბორჯღალოსანთა” კვართით 63 კეპი აქვს მოხვეჭილი. ,,ბუკამ” ეროვნული გუნდის სახელით 12 ლელო დადო და 2 გარდასახვა გაიტანა.

27 წლის მერაბ შარიქაძე ბოლო ტრავმირებული იყო და ,,ბორჯღალოსანთა” მატჩები გამოტოვა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი