მთავარი საქართველოლეგიონერები გიორგი მაკარიძის ,,სეტუბალი” ,,მარიტიმუსთან” დაზავდა

გიორგი მაკარიძის ,,სეტუბალი” ,,მარიტიმუსთან” დაზავდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
13 ნახვა

კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი პორტუგალიის ჩემპიონატი 25-ე ტურის მატჩებით განახლდა.

საქართველოს ნაკრების მეკარის გიორგი მაკარიძის კლუბი ,,სეტუბალი” სტუმრად, ქალაქ ფუნშალში ,,მარიტიმუს” დაუპირისპირდა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა. გუნდებმა მატჩში თითო-თითო გოლი გაიტანეს და აქტივში თითო-თითო ქულა ჩაიწერეს.

გიორგი მაკარიძემ შეხვედრა სრულად ჩაატარა. ქართველმა მეკარემ ერთი ბურთი გაუშვა და კარი გაშვებული გოლისგან 3-ჯერ იხსნა.

,,სეტუბალი” 29 ქულით პორტუგალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზე იმყოფება.

გიორგი მაკარიძის კლუბი მორიგ მატჩს 10 ივნისს, შინ, ,,სანტა კლარასთან” ჩაატარებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი