მთავარი მსოფლიოესპანეთი ლეგენდარული რაული ,,შალკეს” მთავარი მწვრთნელობის კანდიდატია

ლეგენდარული რაული ,,შალკეს” მთავარი მწვრთნელობის კანდიდატია

ავტორი კახა მიხანაშვილი
9 ნახვა

გერზენკინხენის ,,შალკეს” ხელმძღვანელობა გუნდის ბოლოდროინდელი შედეგებით უკმაყოფილოა და კლუბიდან მთავარი მწვრთნელის დევიდ ვაგნერის გაშვებას აპირებს.

,,შალკეს” მთავარი მწვრთნელი პოსტზე ესპანელი რაულ გონსალეს ბლანკოს კანდიდატურა განიხილება. ამის შესახებ გერმანული სააგენტო ,,Bild” იტყობინება.

მადრიდის ,,რეალის” ლეგენდა ამჟამად ,,კასტილიას” წვრთნის. ესპანური ფეხბურთის გამორჩეულმა ვარსკვლავმა სამწვრთნელო საქმიანობა 2015 წელს რეალის ბავშვთა გუნდში დაიწყო.

რაული ,,შალკეში” მადრიდის ,,რეალში” გატარებული ბრწყინვალე კარიერის შემდეგ 2010 წელს გადავიდა და იქ 2012 წლამდე თამაშობდა. მან გერმანულ კლუბთან ერთად ქვეყნის თასი და სუპერთასი მოიპოვა.
გონსალესმა ,,შალკეში” 66 შეხვედრა ჩაატარა და 28 გოლი გაიტანა.

რაულ გონსალეს ბლანკო მადრიდის ,,რეალის” ღირსებას 16 წლის განმავლობაში 1994–2010 წლებში იცავდა.
ლეგენდარულმა ფორვარდმა 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართა.
ერთხელ ევროპის სუპერთასი და 2-საკონტინენტთაშორისო თასი დაისაკუთრა.

რაულმა ,,სამეფო კლუბში” 6-ჯერ ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
4-ჯერ კი ესპანეთის სუპერთასი ირგუნა.

რაული კარიერის მიწურულს ყატარის კლუბ ,,ალ სადში” და ამერიკის ,,ნიუ იორკ კოსმოსში” გამოდიოდა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი