მთავარი მსოფლიოგერმანია ,,ფრაიბურგმა” ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ ,,გლადბახს” სძლია

,,ფრაიბურგმა” ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ ,,გლადბახს” სძლია

ავტორი კახა მიხანაშვილი
13 ნახვა

გერმანიის ბუნდესლიგის 30-ე ტური ,,ფრაიბურგისა” და ,,გლადბახის” დაპირისპირებით დაიწყო.

ფრაიბურგის ,,შვარცვალდის” სტადიონზე გამართულ მატჩში მასპინძლებმა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მაძიებელი  ,,მიუხენგლადბახი” მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხეს.

მატჩის ერთადერთი გოლი 58-ე წუთზე იტალიელ ვინჩენცო გრიფოს პასით გერმანელმა ნილს პეტერსენმა გაიტანა.
აღსანიშნავია ის ფაქტი,  რომ გოლის დრო პეტერსენი მოედანზე სულ რაღაც ერთი წუთის შესული იყო.  იგი 57-ე წუთზე თამაშში უნგრელ როლანდ სალაის ნაცვლად ჩაერთო.

68-ე წუთზე სტუმრებს გუნდის ლიდერი ფრანგი ალასან პლეა გაუძევეს.

მიუხენგლადბახის ,,ბორუსიამ” ამ მარცხით მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.  ,,გლადბახს” 56 ქულა დარჩა და ლევერკუზენის ,,ბაიერთან” ერთად სატურნირო ცხრილში IV-V  ადგილებს იყოფს.

,,ფრაიბურგმა” კი აქტივში 3 ქულა ჩაიწერა და 41 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს.

,,ფრაიბურგი” 1:0  ,,მიუხენგლადბახი”
58′ პეტერსენი
გაძევება: 68′ პლეა

6 ივნისი
,,ლევერკუზენი” : ,,ბაიერნი” (17:30)
,,დიუსელდორფი” : ,,ჰოფენჰაიმი”
(17:30)
,,აინტრახტი” : ,,მაინცი” (17:30)
,,ლაიფციგი” : ,,პადერბორნი” (17:30)
,,დორტმუნდი” : ,,ჰერტა” (20:30)

7 ივნისი
,,ვერდერი” : ,,ვოლფსბურგი” (15:30)
,,უნიონი” : ,,შალკე” (17:30)
,,აუგსბურგი” : ,,კიოლნი” (20:00)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი