მთავარი მსოფლიოესპანეთი აშრაფ ჰაკიმი მადრიდის ,,რეალში” ბრუნდება

აშრაფ ჰაკიმი მადრიდის ,,რეალში” ბრუნდება

ავტორი კახა მიხანაშვილი
18 ნახვა

წლევანდელი სეზონის შემდეგ მაროკოელი ფეხბურთელი აშრაფ ჰაკიმი მადრიდის ,,რეალში” დაბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას ,,Transfermarkt”-ის ჟურნალისტი ნიკოლო სკირა საკუთარ ,,ტვიტერის” გვერდზე ავრცელებს.

21 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებებს ,,რეალი” ფლობს. იგი გერმანიაში იჯარის წესით თამაშობს.

აშრაფ ჰაკიმს ,,სამეფო კლუბთან” კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში უმთავრდება, თუმცა მხარეები ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უკვე შეთანხმდნენ.

ჰაკიმი მადრიდულ კლუბთან ახალ კონტრაქტს 2025 წლამდე გააფორმებს.

აშრაფ ჰაკიმი წლევანდელ სეზონს შესანიშნავად ატარებს.
მაროკოელს ,,დორტმუნდში” ჩატარებულ 41 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი და 3 საგოლე პასი გაკეთებული.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი