მთავარი მთავარი დარია ბილოდიდი: ,,მომენატრა შეჯიბრი, ბრძოლა, ოქროს აღების გიჟური სურვილი, ხმამაღლა ყვირილი და ფანები”

დარია ბილოდიდი: ,,მომენატრა შეჯიბრი, ბრძოლა, ოქროს აღების გიჟური სურვილი, ხმამაღლა ყვირილი და ფანები”

ავტორი კახა მიხანაშვილი
43 ნახვა

,,მომენატრა შეჯიბრი, ბრძოლა, ოქროს აღების გიჟური სურვილი, ხმამაღლა ყვირილი და ფანები, რომლებიც გამოხატავენ მხარდაჭერას და ემოციას.” – აცხადებს სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ჯუდოკა უკრაინელი დარია ბილოდიდი.

ბილოდიდი ამბობს, რომ მისთვის შეჯიბრზე გამოსვლა დღესასწაულია, რომელსაც მომზადება სჭირდება.

დარია ბილოდიდი: ,,ძალიან მომენატრა შეჯიბრი, ბრძოლა, ოქროს აღების გიჟური სურვილი, ხმამაღლა ყვირილი და ფანები, რომლებიც გამოხატავენ მხარდაჭერას და ემოციას.
ჩემთვის ტურნირზე გამოსვლა დღესასწაულია, რომელსაც მომზადება სჭირდება არამხოლოდ ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურადაც. ყველა შეჯიბრი ჩემთვის მნიშვმელოვანია და დაუვიწყარ ემოციებს ტოვებს ჩემს მეხსიერებაში.
ჯუდოსგან სიამოვნებას ვიღებ.
დიდ ტურნირებზე გამოსვლა ბევრი სპორტსმენისთვის სტრესია და შეჯიბრის დროს ისინი დიდ დისკომფორტს გრძნობენ. ეს ძალიან ცუდია. სპორტსმენისთვის საჭიროა ისწავლოს შიშების დაძლევა და ემოციების მართვა. ეს დიდ ნაყოფიერ შრომას მოითხოვს, მაგრამ ტურნირზე მოპოვებული ერთი მედალიც კი ამ წვალებად ღირს.” – აცხადებს უკრაინელი ჯუდოკა დარია ბილოდიდი.

19 წლის დარია ბილოდიდი 2-გზის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია. მას ასევე ევროპული თამაშების ოქროს მედალი აქვს მოპოვებული.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი