მთავარი მსოფლიოგერმანია ემრე ჩანმა დორტმუნდის ,,ბორუსიას” მოაგებინა

ემრე ჩანმა დორტმუნდის ,,ბორუსიას” მოაგებინა

ავტორი კახა მიხანაშვილი
10 ნახვა

გერმანიის ბუნდესლიგის 30-ე ტურის დღის დასკვნით მატჩში დორტმუნდის ,,ბორუსიამ” ბერლინის ,,ჰერტა” მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.

,,სიგნალ.იდუნა პარკზე” გამართულ მატჩში ერთადერთი გოლი თურქული წარმოშობის გერმანელმა ფეხბურთელმა ემრე ჩანმა 58-ე წუთზე იულიან ბრანდტის პასით გაიტანა.

,,დორტმუნდმა” ამ გამარჯვებით ლიდერ მიუნხენის ,,ბაიერნთან” ჩამორჩენა 7 ქულამდე შეამცირა.
ამჟამად ,,ბორუსიას” 63 ქულა აქვს.

ბუნდესლიგის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი.

ბერლინის ,,ჰერტა” 38 ქულით სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილს იკავებს.

,,დორტმუნდი” 1:0 ,,ჰერტა”
58′ ჩანი

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი