მთავარი საქართველოლეგიონერები ვაკო გვილიამ გოლი გაიტანა – ქართული ლეგიონერების ამბები ევროპიდან

ვაკო გვილიამ გოლი გაიტანა – ქართული ლეგიონერების ამბები ევროპიდან

ავტორი კახა მიხანაშვილი
17 ნახვა

ევროპის სტადიონებზე ქართველი ფეხბურთელების გუნდებმა ტურის მატჩები ჩაატარეს.

ქართველი ლეგიონერებიდან გამორჩეული ვაკო გვილია გახლდათ.

საქართველოს ნაკრებისა და ,,ლეგიას” ნახევარმცვლელმა გოკი გაიტანა და  თავისი გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა

პოლონეთი
პოლონეთის ჩემპიონატის 28-ე ტურში  ვაკო გვილიას ,,ლეგიამ” სტუმრად, კრაკოვში ,,ვისლა” 3:1 დაამარცხა.

გვილია დედაქალაქელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მარჩი სრულად ჩაატარა.

ვაკო გვილიამ გოლი 76-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში 3:1 გახადა. მისმა გოლმა ფაქტობრივად, მატჩის ბედი გადაწყვიტა.

ამ გამარჯვების შემდეგ ,,ლეგიამ” 57 ქულა დააგროვა და უშუალო კონკურენტ გლივიცეს ,,პიასტს” 8 ქულით უსწრებს.

ვარშაველები მორიგ შეხვედრას შინ, ,,არკასთან” 10 ივნისს, გამართავენ.

ბელარუსი
ბელარუსის პირველობის მე-12 ტურის შეხბედრაში გიორგი ქანთარიას ,,ნემანმა” სტუმრად,  მოზირში ადგილობრივი ,,სლავია” 3:1 დაამარცხა.

ქართველი ფეხბურთელი ,,ნემანის” სათადარიგო შემადგენლობაში იყო და თამაშში 58-ე წუთზე ჩაერთო.  იმ დროს ანგარიში 1:1 გახლდათ.

ქანთარიას სერბმა თანაგუნდელმა ზორან მარუშიჩმა ჰეთთრიკი შეასრულა.

,,ნემანმა” ამ გამარჯვების შემდეგ 17 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილზე გადავიდა.

გიორგი ქანთარიას გუნდი მორიგ მატჩს შინ, გროდნოში ,,სმოლევიჩთან” ჩაატარებს.

გამარჯვება მოიპოვა სოლიგორსკის ,,შახტიორმაც” გიორდი დიასამიძის გუნდმა მინიმალური სხვაობით ,,ენერგეტიკ ბგუ”-ს 1:0 სძლია.

ქართველმა დიასამიძემ შეხვედრაში ბოლო 5 წუთი ითამაშა.

,,შახტიორი” 24 ქულით სატურნირო ცხრილში მე-2 საფეხურს იკავებს.
დიასამიძის გუნდი ბორისოვოს ,,ბატეს” მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.

მომდევნო ტურში ერთმანეთს სწორედ, ,,ბატე” და ,,შახტიორი” შეერკინებიან.
შეხვედრა 14 ივნისს შედგება.

უნგრეთი
უნგრეთში ბუდუ ზივზივაძის გუნდმა ,,მეზოკოვედსმა” საკუთარ კედლებში ,,პაკშისთან” 0:2 წააგო.

ზივზივაძე მააპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს.

,,მეზოკოვედსს” ამ დროისთვის 45 ქულა გააჩნია და ევროპა ლიგის ზონაში მე-3 ადგილზე იმყოფება.

ბუდი ზივზივაძეს მორიგი დაპირისპირება სტუმრად, ,,კისვარდასთან” 9 ივნიის, ელოდება.

უკრაინა
საჩემპიონ გზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა დავით ხოჭოლავას დონეცკის ,,შახტარმა”.
,,მეშახტეებმა” ხარკოვში, ,,დესნა” 3:2 დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა დონეცკელთა განაცხადში არ ყოფილა.

,,შახტარს” ამ დროისთვის 65 ქულა აქვს და II-III ადგილებზე მყოფ ლუგანსკის ,,ზარიას” და კიევის ,,დინამოს” 16 ქულით უსწრებს.

ავსტრია
ვენაში, ,,რაპიდთან” ოთარ კიტეიშვილის ,,შტურმი” განადგურდა.
გრაცელებმა დედაქალაქში 0:4 წააგეს.
კოტეიშვილმა მატჩი სრულად ჩაატარა.

ამ მარცხის შემდეგ ,,შტურმს” 16 ქულა აქვს და საჩემპიონო ჯგუფში ბოლო ადგილზეა.
კიტეიშვილის გუნდს მოტივაცია აღარ აქვს დარჩენილი.

გრაცელები მომდევნო მატჩს 10 ივნისს ლიდერ  ,,ზალცბურგთან” ჩაატარებენ.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი