მთავარი მთავარი კაროლინა პლიშკოვა: ,,3-თვიანი შიშისა და გაურკვევლობის შემდეგ მოპოვებული თასი ჩემთვის საყვარელი სპორტის სახეობის გაცოცხლების სიმბოლოა”

კაროლინა პლიშკოვა: ,,3-თვიანი შიშისა და გაურკვევლობის შემდეგ მოპოვებული თასი ჩემთვის საყვარელი სპორტის სახეობის გაცოცხლების სიმბოლოა”

ავტორი კახა მიხანაშვილი
13 ნახვა

WTA-ს რეიტინგის მე-3 ჩოგანმა ჩეხმა კაროლინა პლიშკოვამ სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქზე” ,,LiveScore Cup”-ის ტურნირზე გამარჯვების შესახებ დაწერა.

პლიშკოვა აცხადებს, რომ საგამოფენო ტურნირზე გამარჯვების მიუხედავად, კორტზე დაბრუნებით ბედნიერია.

ჩეხი ჩოგბურთელისთვის 3-თვიანი შიშისა და გაურკვევლობის შემდეგ მოპოვებული თასი, საყვარელი სპორტის სახეობის გაცოცხლების სიმბოლოა.

კაროლინა პლიშკოვა: ,,გუშინ დასრულდა ,,LiveScore Cup”-ის საჩოგბურთო ტურნირი, რომლის მოგებაც მოვახერხე.
3-თვიანი შიშისა და გაურკვევლობის შემდეგ მოპოვებული თასი ჩემთვის საყვარელი სპორტის სახეობის გაცოცხლების სიმბოლოა. დარწმუნებული ვარ, მალე საჩოგბურთო ტურნირები დაიწყება და დავამტკიცებ, რომ ბრჭყვიალა თასების მოგება კიდევ შემიძლია.
,,LiveScore Cup” მართალია, საგამოფენო ტურნირი იყო, თუმცა მაინც მიხარია, რომ კორტზე დაბრუნების შესაძლებლობა მომეცა.
ჩოგბურთისგან აქამდე ასე დიდხანს არ დამისვენია.
თან სრულ გაურკვევლობაში ვიყავი, რადგან არ ვიცოდი როდის განახლდებოდა სპორტული ცხოვრება.
ტურნირზე 3 მატჩი ჩავატარე. თამაშიდან თამაშამდე თავს თავდაჯერებულად ვგრძნობდი. მაგრამ მაინც სიტუაციას რეალურად ვაფასებ და ვაღიარებ, რომ საუკეთესო ფორმისგან, ჯერ ძალიან შორს ვარ.
მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ფიტნეს მწვრთნელს, რომელმაც რამდენიმე საათიანი ვარჯიშის შემდეგ ტურნირისთვის ფიზიკურად მზად ვიყავი.
დღევანდელი დღე თევზაობას დავუთმე.
თევზაობა ჩემთვის ძალების აღდგენისა და განტვირთვის იდეალური საშუალებაა. მჯერა, რომ ტურნირები მალე დაიწყება და მალე კორტებზე ხშირად მნახავთ”- აცხადებს კაროლინა პლიშკოვა.

,,LiveScore Cup”-ის ტურნირის ფინალში კაროლინა პლიშკოვამ ტერეზა მარტინცოვა 2-სეტში 6:4 6:2 დაამარცხა.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი