მთავარი მსოფლიოიტალია იტალიაში ფეხბურთი სათასო მატჩებით ბრუნდება

იტალიაში ფეხბურთი სათასო მატჩებით ბრუნდება

ავტორი კახა მიხანაშვილი
12 ნახვა

აი დადგა ის სანატრელი დღე, როდესაც 2-თვეზე მეტი ხნით შეწყვეტილ საფეხბურთო ცხოვრებას იტალიაში გააგრძელებენ.

აპენინებზე 12 და 13 ივნისს იტალიის თასის 1/2 ფინალური ორთაბრძოლები შედგება.

12 ივნისს იტალიის თასის განმეორებით შეხვედრაში ერთმანეთს ტურინის ,,ალიანს სტედიუმზე” ,,იუვენტუსი” და ,,მილანი” შეერკინებიან.

ან გუნდების პირველი ორთაბრძოლა მილანში, ფრედ 1:1 დასრულდა.

13 ივნისს ნეაპოლში, ,,სან პაოლოს” სტადიონზე ,,ნაპოლი” მილანის ,,ინტერს” შეხვდება და სტუმრად, მოპოვებული.უპირატესობის შენარჩუნებას შეეცდება.

,,ნაპოლიმ” პირველი შეხვედრა ,,ინტერთან” 1:0 მოიგო.

იტალიის თასის შემდეგ სერიას ა-ს გათამაშებაც განახლდება.

იტალიის ჩემპიონატში გადადებული მატჩები 20 და 21 ივნისს გაიმართება.

27-ე ტურის შეხვდრები კი სამ დღედ 22, 23 და 24 ივნისს არის გაწერილი.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი