მთავარი მსოფლიოგერმანია ბუნდესლიგაში 30-ე ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელეს

ბუნდესლიგაში 30-ე ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელეს

ავტორი კახა მიხანაშვილი
12 ნახვა

გერმანიის ბუნდესლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე 30&ე ტურის სიმბოლური ნაკრები გამოვლინდა.

სიმბოლურ გუნდში ყველაზე მეტი 3 წარმომადგენელი დიუსელდორფის ,,ფორტუნადან” გახლავთ.
,,ფორტუნას” ,,ჰოფენაიმთან” უხვგოლიან შეხვედრაში მოპოვებული ერთი ქულა დაუფასდა.

2-2 ფეხბურთელი ნაკრებში ,,მაინციდან” და მიუნხენის ,,ბაიერნიდან” მოხვდა.

თითო მოთამაშით საუკეთესო თერთმეტეული ,,დორტმუნდმა”, ,,ფრაიბურგმა”, ,,აუგსბურგმა” და ,,ლაიფციგმა” შეავსეს.

ტურის საუკეთესო ფეხბურთელად ,,მაინცის” მოთამაშე დანიელ ბროსიცკი აღიარეს.

ესეც ბუნდესლიგის 30-ე ტურის სიმბოლური გუნდი:
მეკარე: ალექსანდერ შვოლოვი (,,ფრაიბურგი”);

მცველები: აშრაფ ჰაკიმი (,,დორტმუნდი”), დანიელ ბროსინსკი (,,მაინცი”), ჯოშუა კიმიხი (,,ბაიერნი”), მუსა ნიახატე (,,მაინცი”), ფილიპ მაქსი (,,აუგსბურგი”);

ნახავარმცველები: კევინ შტოგერი (,,დიუსელდორფი”), ლეონ გორეცკა (,,ბაიერნი”), ერიკ ტომი (,,დიუსელდორფი”);

თავდამსხმელები: ტიმო ვერნერი (,,ლაიფციგი”), როუვენ ჰენინგსი (,,დიუსელდორფი”).

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი