მთავარი მსოფლიოესპანეთი ლიონელ მესიმ შესაძლოა ,,მალიორკასთან” მატჩი გამოტოვოს

ლიონელ მესიმ შესაძლოა ,,მალიორკასთან” მატჩი გამოტოვოს

ავტორი კახა მიხანაშვილი
20 ნახვა

არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ლიონელ მესიმ ,,ბარსელონას” ბოლო რამდენიმე ვარჯიში გამოტოვა. ამის მიზეზი ფეხის კუნთის მიკროტრავმა გახლავთ.

კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი ესპანეთის პრიმერა დივიზიონი 12 ივლისს განახლდება

მესის ,,ბარსელონა” კი 28 ტურის მატჩს 13 ივნისს ჩაატარებს.

კატალონიური გრანდი სტუმრად, ,,მალიორკას” დაუპირისპირდება.
ზემოთაღნიშნული ტრავმის გამო შესაძლოა კუნძულელებთან შეხვედრა ლიონელ მესიმ გამოტოვოს.
საქმე იმაში გავლავთ, რომ მწვრთნელებს გარისკვა და ლიდერის დაზიანების გართულება არ სურთ და თუ არგენტინელი სრულად გამოჯანმრთელებული არ იქნა, მას ბარსელონაში დატოვებენ.

ლა ლიგის დასრულებამდე 11 ტურით ადრე ,,ბარსელონა” 58 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი