მთავარი სხვაკრივი გიორგი კანდელაკის სახლში შსს-ს წარმომადგენლები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ

გიორგი კანდელაკის სახლში შსს-ს წარმომადგენლები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ

ავტორი კახა მიხანაშვილი
147 ნახვა

ყოფილი მოკრივის გიორგი კანდელაკის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში მდებარე სახლში სამართალდცველები იმყოფებიან.

წინასწარი ინფორმაციით გიორგი კანდელაკის დაკითხვა, მის რესტორანში მომხდარ ინციდენტზე მიმდინარეობს.

წუხელ, გვიან ღამით კანდელაკის საკუთრებაში მყოფ რესტორანში ჩხუბი მოხდა.
ჩხუბში ოცამდე ახალგაზრდა მონაწილეობდა.

ერთ-ერთი ინფორმაციით, გიორგი კანდელაკის შვილმა თარაშ კანდელაკმა 18 წლის ახალგაზრდა
ე.თ. სასტიკად სცემა. დაზარალებული გორის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. მას თავის ქალის ფუძე აქვს დაზიანებული, ასევე სახის არეში ძვლის მოტეხილობა აღენიშნება.

შსს-მ ზემოთაღნიშნულ საქმეზე გამოძიება 239-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ხულიგნობას გულისხმობს. თუმცა გამოძიების მიმდინარეობისას შესაძლოა ინციდენტის მონაწილეებს ბრალი დაუმძიმდეთ.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი