მთავარი მსოფლიოგერმანია ,,ჰოფენჰაიმმა” მთავარი მწვრთნელი ალფრედ შროიდერი დაითხოვა

,,ჰოფენჰაიმმა” მთავარი მწვრთნელი ალფრედ შროიდერი დაითხოვა

ავტორი კახა მიხანაშვილი
11 ნახვა

გერმანიის ბუნდესლიგის კლუბმა ,,ჰოფენჰაიმმა” თანამდებობიდან მთავარი მწვრთნელი ალფრედ შროიდერი გაუშვა.

კლუბის ხელმძღვანელებმა რბილად, რომ ვთქვათ უცნაური გადაწყვეტილება მიიღეს. ,,ჰოფენჰაიმმა” შრიოდერის თავკაცობით კორონავირუსის პანდემიის შემდეგ განახლებულ ჩემპიონატში 4 შეხვედრა ჩაატარა და არცერთი არ წააგო.

კლუბმა ოფიციალურ განცზადებაში მწვრთნელის გაშვების მიზეზად ის დაასახელა, რომ შროიდერსა და მათ გუნდს მომავალთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ.

სეზონის დარჩენილ ნაწილში ,,ჰოფენჰაიმსს” მწვრთნელთა ხუთკაციანი შტაბი უხელმძღვანელებს.

ალფრედ შრიოდერი ,,ჰოფენჰაიმის” მთავარი მწვრთნელი 2019 წელს გახდა. მისმა გაწვრთნილმა კლუბმა
33 მატჩი ჩაატარა. საიდანაც 13 მოიგო, 8 ფრედ დაასრულა, ხოლო 12 მატჩში კი დამარცხდა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი