მთავარი მსოფლიოგერმანია მარკო როისმა ტრავმა მოირჩინა

მარკო როისმა ტრავმა მოირჩინა

ავტორი კახა მიხანაშვილი
12 ნახვა

დორტმუნდის ,,ბორუსიას” კაპიტანმა მარკო როისმა ვარჯიში გაანაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე გერმანული კლუბი ავრცელებს.

როისმა ფეხის კუნთის ტრავმა 4 თებერვალს გერმანიის თასის 1/8 ფინალში ბრემენის ,,ვერდერის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიიღო.

,,დორტმუნდის” თავდამსხმელს აღნიშნული დაზიანების გამო ჯამში 12 მატჩის გამოტოვება მოუწია.

,,ბორუსიას” კაპიტანმა დღეს სრული დატვირთვით ივარჯიშა. გავცელებული ინფორმაციის თანახმად, მარკო როისი ბუნდესლიგის უახლოეს ტურის მატჩში გუნდის განაცხადში იქნება.

დორტმუნდის ,,ბორუსია” 31-ე ტურის შეხვედრას სტუმრად, ,,დიუსელდორფის” წინააღმდეგ ჩაატარებს.

,,დორტმუნდი” ბუნდესლიგის დასრულებამდე 4 ტურით ადრე სატურნირო ცხრილში 63 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება.
ლუსიენ ფავრის გუნდი ლიდერ ,,ბაიერნს” 7 ქულით ჩამორჩება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი