მთავარი მთავარი ლეგენდარული როჯერ ფედერერი წელს ჩოგბურთს ვეღარ ითამაშებს

ლეგენდარული როჯერ ფედერერი წელს ჩოგბურთს ვეღარ ითამაშებს

ავტორი კახა მიხანაშვილი
17 ნახვა

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი ლეგენდარული როჯერ ფედერერი საყვარელ საქმეს 2021 წლამდე ვეღარ შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,BBC” ავრცელებს.

შვეიცარიელმა სპორტსმენმა მარჯვენა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა.
ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ფედერერიც თავს კარგად გრძნობს, თუმცა იმისათვის, რომ ნეიტრალური ქვეყნის შვილი კორტებს დაუბრუნდეს რამდენიმეთვიანი მკურნალობიდ კურსის ჩატარება არის საჭირო.

ზემოთაღნიშნული ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელ ,,ტვიტერზე” თავად როჯერ ფედერერმა დაწერა.

ფედერერი აცხადებს, რომ სრულად გამოსაჯანმრთელებლად
წლის ბოლომდე პაუზა აუცილებლად სჭირდება.

ამ ეტაპზე როჯერ ფედერერი ATP-ს რეიტინგის მე-4 ჩოგანი გახლავთ.
ლეგენდარულ ჩოგბურთელს კარიერის განმავლობაში ,,დიდი მუზარადის”ტურნირი 20-ჯერ აქვს მოგებული.

ჯერჯერობით გაურკვეველია მიმდინარე წელს რამდენ ტურნირს გამოტოვებს ლეგენდარული ჩოგბურთელი, რადგანაც კორონავირუსის პანდემიის გამო პირველობების გამართვა ამ ეტაპზე ჯერ კიდევ არ არის შესაძლებელი.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი