მთავარი მთავარი ,,არ იყო ასეთი ყურადღება საჭირო! – ეთერ ლიპარტელიანი ლენტეხის რაიონის გამგებელს აკრიტიკებს

,,არ იყო ასეთი ყურადღება საჭირო! – ეთერ ლიპარტელიანი ლენტეხის რაიონის გამგებელს აკრიტიკებს

ავტორი კახა მიხანაშვილი
164 ნახვა

ქართველი ჯუდოკა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის ეთერ ლიპარტელიანი ლენტეხის რაიონის გამგებელს, მის მიმართ გამოჩენის უყურადღებობის გამო აკრიტიკებს.

ლიპარტელიანი სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქზე” წერს, რომ სამი თვის განმავლობაში.ლენტეხში იმყოფებოდა და მსოფლიო ჩემპიონობა არავინ მოულოცა.

ეთერ ლიპარტელიანი:
,,დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ლენტეხის რაიონის გამგებელს … არ იყო ასეთი ყურადღება საჭირო! სამი თვე ვიყავი ლენტეხში და არავინ მოვიდა, არავინ მომილოცა მსოფლიო ჩემპიონობა. ალბათ ბევრი გყავთ მსოფლიო ჩემპიონი, რომ ვერ ახერხებთ ყურადღების მიქცევას .. დავუშვათ, 1 თვე ძალიან დატვირთული პერიოდი იყო პანდემიის გამო, მაგრამ, უკვე, როდესაც ვნახე, რომ მოინახულეთ რამდენიმე ადამიანი, თან ვითომ არც იცოდით, რომ მე სვანეთში ვიყავი! დავუშვათ არ იცოდით, ხომ გითხრეს, რომ აქ ვიყავი. იმის მერე ერთი თვე გავიდა, მაგრამ მაინც არ შეიწუხეთ თავი! “ეთოს,1000 ლარი მივეცი წინა წელსო”.სავარაუდოდ, ალბათ 2018 წელი იგულისხმეთ, მაგრამ მე თუ მკითხავთ არ არის საამაყო და სატრაბახო ის, რომ 1000 ლარი მიეცით სპორტსმენს 2018 წელს და არაფრად ჩააგდეთ, პირადად არც კი მოგილოციათ ევროპა და მსოფლიო! ასე გვაფასებენ ლენტეხში სპორტსმენებს ! “პატივს გვცემენ”! იმდენი მსოფლიო ჩემპიონი ვყავართ ლენტეხს, ვერ მოიცალეს ამდენის მილოცვისთვის” – წერს სოციალურ ქსელში წარმატებული ქართველი ჯუდოკა.

20 წლის ეთერ ლიპარტელიანი ქართველ გოგონათა შორის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ჯუდოკაა. მან 2019 წელს ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ლიპარტელიანი 3-გზის ევროპის ჩემპიონი გახლავთ.
მას კონტონენტის პირველობები ჭაბუკებში, ახალგაზრდებში და 23-წლამდელთა შორის აქვს მოგებული.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი