მთავარი მსოფლიოგერმანია ,,ბაიერნი” გერმანიის თასის ფინალში გავიდა

,,ბაიერნი” გერმანიის თასის ფინალში გავიდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
13 ნახვა

გერმანიის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი მიუნხენის ,,ბაიერნი” გერმანიის თასის ფინალში იასპარეზებს.

1/2 ფინალურ დაპირისპირებაში ბავარიელებმა საკუთარ კედლებში ,,ალიანს არენაზე” ფრანფურტის ,,აინტრახტი” მინიმალური სხვაობით 2:1 დაამარცხეს.

,,რეკორდმაისტერმა” პირველი გოლი მე-14 წუთზე გაიტანა.
თომას მიულერის პასით თავი ხორვატმა ივან პერიშიჩმა გამოიჩინა.

მეორე ნახევარში, კერძოდ 69-ე წუთზე ,,აინტრახტმა” წონასწორობა აღადგინა.
გოლი დანი და კოშტამ იაპონელ დაიჩი ტამადას პასით გაიტანა

ფრანკფურტელთა სიხარული სულ რაღაც 5 წუთს გაგრძელდა.

74-ე წუთზე ,,ბაიერნი” წინ პოლონელმა ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ გაიყვანა.
ბავარიელთა ბომბარდირს საგოლე პასი ჯოშუა კიმიხმა. გაუკეთა.

დარჩენილ დროში ,,ბაიერნმა” საქმის ბოლომდე მიყვანა მოახერხა და გერმანიის ფინალში გავიდა.

,,ბაიერნი” გერმანიის თასის მოპოვებას ისტორიაში მეოცედ შეეცდება.
გადამწყვეტ დაპირისპირებაში მიუნხენელები ლევერკუზენის ,,ბაიერს” შეხვდება.

,,ბაიერნისა” და ,,ბაიერის” ფინალური ორთაბრძოლა 4 ივლისს, შედგება.

ფინალური შეხვედრა მიუნხენის ,,ალიანს არენაზე” გაიმართება.

.,,ბაიერნი” 2:1 ,,აინტრახტი”
14′ პერიშიჩი (1-0), 69′ და კოშტა (1-1), 74′ ლევანდოვსკი (2-1)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი