მთავარი საქართველოლეგიონერები ოთარ კიტეიშვილის ,,შტურმი” შტურმით აიღეს

ოთარ კიტეიშვილის ,,შტურმი” შტურმით აიღეს

ავტორი კახა მიხანაშვილი
23 ნახვა

ავსტრიის ბუნდესლიგის კალენდარულ შეხვედრაში ოთარ კიტეიშვილის ,,შტურმმა” შინ გრაცში, ,,ზალცბურგთან” გამანადგურებელი ანგარიშით 1:5 წააგო.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა მატჩი სასტარტო თერთმეტეულში დაიწყო და მოედანზე 75 წუთი დაჰყო.
კიტეიშვილი იმ დროს შეცვალეს, როდესაც უკვე ექვსივე გოლი გასული იყო.
აღსანიშნავია, რომ ,,შტურმმა” თამაში 9 ფეხბურთელით დაასრულა.
გრაცელებს 24-ე და 71-ე წუთებზე გაუძევეს.

ოთარ კიტეიშვილის გუნდი საჩემპიონო ჯგუფში 16 ქულით ბოლო მე-6 ადგილზეა. გუნდს არანაირი ამბიცია და მოტივაცია აღარ გააჩნია, რადგან ასეთ ფორმაში მყოფ გუნდს მე-4 ადგილზე გასვლა და ევროპა ლიგის საგზურის მოპოვება ძალიან გაუჭირდება.

,,შტურმი” შემდეგ ტურში 14 ივნისს, სტუმრად, ,,ჰარტბერგს” დაუპირისპირდება.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი