მთავარი სხვა_MMA დებიუტი მებრძოლთა კუნძულზე

დებიუტი მებრძოლთა კუნძულზე

13 ნახვა

11-დან 25 ივლისის ჩათვლით UFC-ის მებრძოლები მებრძოლთა კუნძულს მიაშურებენ და იქ გააჩაღებენ მონატრებულ სისხლით და ოფლით სავსე შერკინებებს. მათ შორის იქნება ჩვენი რომან დოლიძეც, რომელიც 18 რიცხვში იჩხუბებს და ეცდება ორგანიზაციაში დებიუტი გამარჯვებით აღნიშნოს. მეტოქედ რუსი ხადის იბრაგიმოვი ეყოლება. ჩვენებურისგან განსხვავებით, რუს უკვე აქვს UFC-ის რვაკუთხედში ბრძოლის გამოცდილება, 2 შეხვედრა გამართა, თუმცა ორივეში დამარცხდა.

რაც შეეხება დოლიძეს, მისი აქტივში მოგებების ასპროცენტიანი მაჩვენებელია – 6 შეხვედრა, 6 გამარჯვება.

მებრძოლთა კუნძული აბუ-დაბიში მდებარეობს და მას იასის კუნძული ქვია.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი