მთავარი მსოფლიოესპანეთი დღეიდან ლა ლიგა განახლდება

დღეიდან ლა ლიგა განახლდება

ავტორი კახა მიხანაშვილი
13 ნახვა

დღეს, კორონავირუსის პანდემიის გამო 2 თვით  შეჩერებული ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი განახლდება.

ლა ლიგა ,,ნაპანდემიევს” სევილიური დერბით გაგრძელდება.

28-ე ტურის შეხვედრაში ,,რამონ სანჩეს პისხუანის” სტადიონზე ერთმანეთს მტერ-მეტოქეები ,,სევილია” და ,,ბეტისი” დაუპირისპირდებიან.

ანდალუსიური გუნდები ერთმანეთს საბრძოლო შემადგენლობებით შეერკინებიან.

,,სევილიას”  სერბი ნემანია გუდელი დააკლდება.
საეჭვოა, ასევე არგენტინელი  ლუკას  ოკამპოსის თამაშიც.

,,ბეტისი” კი ხავი გარსიას და ხუანმის მოისაკლისებს.

,,სევილია” ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 47 ქულით მე-3 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში დამკვიდრებისთვის იბრძვის.
,,ბეტისი” კი 33 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფება.

პრიმერა დივიზიონის ლიდერი ,,ბარსელონა” სტუმრად, ,,მალიორკას” შეხვდება.

კუნძულელები  26 ქულით გასავარდნ ზონაში არიან და ქულები წყალივით ესაჭიროვებათ.
გამარჯვება სჭირდება კატალონიურ გრანდსაც, რადგან მისი მტერ-მეტოქე ,,რეალი” 56 ქულით მე-2 პოზიციაზეა და ,,ბარსელონას” მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.

,,ბარსელონას” არგენტინელმა  სუპერვარსკვლავმა ლიონელ მესიმ მიკროტრავმა სრულად მოიშუშა და შეხვედრას სავარაუდოდ სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს.

,,მალიორკასთან” მატჩს ტრავმის გამო ფრანგი ფეხბურთელები უსმან დემბელე და კლემენტ ლეგლე გამოტოვებენ.

,,მალიორკას” შემადგენლობაში იარებს განელი ლუმორ აგბენიენუ და ბერძენი ლეონარდო კუტრისი იშუშებენ. ისინი ლიდერთან თამაშს ვერ შეძლებენ.

მადრიდში, ,,ალფრედო დი სტეფანოს” სტადიონზე ,,რეალი” ,,ეიბარს” უმასპინძლებს და გამარჯვებას შეეცდება.
,,სამეფო კლუბის” ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით წელს მადრიდელთა ყველა საშინაო თამაში ,,სანტიეგო ბერნაბეუს” ნაცვლად ზემოთაღნიშნულ არენაზე ჩატარდება

,,რეალი” და ,,ეიბარი” შეხვედრას ოპტიმალური შემადგენლობებით ხვდებიან.
გუნდებში არცერთ ფეხბურთელს ტრავმა არ აწუხებს.

,,ეიბარი” მე-16 ადგილზეა და გასავარდნ ზონასთან 2 ქულა აშორებს.

პრიმერა დივიზიონის მატჩები უმაყურებლოდ ჩატარდება.
ტურნირის ხელმძღვანელები განიხილავენ იდეას, რომ  გულშემატკივრების ხმები ჩაწერონ და მოედანზე მყოფი გუნდები ასე გაამხნეონ.

ესეც ლა ლიგის 28-ე ტურის მატჩების განრიგი და დრო:

11 ივნისი
,,სევილია” : ,,ბეტისი” (00:00)

12 ივნისი
,,გრანადა” : ,,ხეტაფე” (21:30)
,,ვალენსია” : ,,ხეტაფე”  (00:00)

13  ივნისი
,,ესპანიოლი” : ,,ალავესი” (16:00)
,,სელტა” : ,,ვილიარეალი” (19:00)
,,ლეგანესი” : ,,ვალიადოლიდი” (21:30)
,,მალიორკა” : ,,ბარსელონა”  (00:00)

14 ივნისი
,,ბილბაო” : ,,ატლეტიკო” (მადრიდი)
(16:00)
,,რეალი” : ,,ეიბარი” (21:30)
,,სოსიედადი” : ,,ოსასუნა”  (00:00)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი