მთავარი სხვაგუნდური სახეობები ყაზახეთის ნაკრების ყოფილი ჰოკეისტი გრანდ-ფორქსის მერი გახდა

ყაზახეთის ნაკრების ყოფილი ჰოკეისტი გრანდ-ფორქსის მერი გახდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
18 ნახვა

ყახახეთის ჰოკეის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ბრენდონ ბოჩენსკი ჩრდილოეთ დაკოტას შტატში მდებარე ქალაქ გრანდ-ფორქსის მერი გახდა.

ადგილობრივი ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით ბრენდონ ბოჩენსკიმ ამომრჩეველთა ხმების 49,62 პროცენტი მოაგროვა.

მოქმედ მერს მაიკ ბრაუნს მხარი
31,81 პროცენტმა დაუჭირა.
ბრაუნი ქალაქს ბოლო 20 წლის განმავლობაში მართავდა.

ბრენდონ ბოჩენსკი გრანდ-ფორქსის მერად 4 წლის ვადით აირჩიეს.
მან თანამდებობაზე ყოფნის პირველ დღეს განაცხადა, რომ მისი საზრუნავი კორონავირუსის პანდემიის შემდგომ პერიოდში  ეკონომიკური სირთულეების დაძლევა იქნება.  მისი აზრით, ქალაქის მოსახლეობას ყველაზე მეტად ეს პრობლემა აწუხებს.

38 წლის ბრენდონ ბოჩენსკი NHL-ის დრაფტზე 2001 წელს ,,ოტავა სენატოსმა” აირჩია.
ამ კანადური გუნდის გარდა წარმოშობით ამერიკელი ჰოკეისტი კარიერის განმავლობაში ,,ჩიკაგოს”, ,,ბოსტონის”, ,,ანაჰაიმის”, ,,ნეშვილის”, ,,ტამპა ბეის” და ყაზახური კლუბის ასტანას  ,,ბარისის” ღირსებას იცავდა.

ბრენდონ ბოჩენსკიმ ყაზახეთის მოქალაქეობა 2014 წელს მიიღო და აზიური ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში 5 წლის განმავლობაში გამოდიოდა.
ბოლო წლებში ამერიკელი ჰოკეისტი ყაზახეთის ნაკრების კაპიტანი იყო.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი