მთავარი სხვაგუნდური სახეობები ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტის მოვალეობას ნილს ნიგარდი შეასრულებს

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტის მოვალეობას ნილს ნიგარდი შეასრულებს

ავტორი კახა მიხანაშვილი
10 ნახვა

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს დანიელი ნილს ნიგარდი (რამდენიმე დღის წინ, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი, სლოვენიელი  იანეზ კოჩიანჩიჩი), რომელიც 2017 წლიდან EOC-ის ვიცე-პრეზიდენტია, 2007 წლიდან კი – დანიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი.

ნილს ნიგარდი, როგორც EOC-ის ოფიციალური წარმომადგენელი მონაწილეობდა 2018 წელს თბილისში გამართულ საქართველოს ოლიმპიელთა ფორუმში.

ასევე ცნობლი გახდა, რომ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების მიერ მიღებული ახალი რეგულაციის თანახმად, EOC-ის აღმასრულებელ საბჭოს ენიჭება უფლებამოსილება ონლაინ-რეჟიმში ჩაატაროს სხდომები და სხვა აუცილებელი შეკრებები, ასევე ელექტრონულად მოაწყოს კენჭისყრა ევროპის ოლიმპიური მოძრაობის მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებების მისაღებად.

ასეთი სამუშაო რეჟიმის შემოღება  განაპირობა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა პრობლემებმა.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი