მთავარი მსოფლიოიტალია ,,იუვენტუსი” იტალიის თასის ფინალში გავიდა

,,იუვენტუსი” იტალიის თასის ფინალში გავიდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
23 ნახვა

უმაყურებლოდ და სხვა  გარკვეული შეზღუდვებით კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული ფეხბურთი იტალიაში დაბრუნდა.

ტურინის ,,ალიანს სტედიუმზე” სათასო დაპირისპირება შედგა.

იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ტურინის ,,იუვენტუსი”  იტალიის თასის ფინალში იასპარეზებს.

,,ბებერმა ქალბატონმა” 1/2 ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში ,,მილანთან” ფრედ 0:0 ითამაშა.
ამ გუნდების პირველი ორთაბრძოლა მილანში 1:1 დასრულდა.
მაურისიო სარის შეგირდები ფინალში  სტუმრად გატანილი გოლის წყალობით გავიდნენ.

,,იუვენტუსს” ,,როსონერისთან” შეხვედრის მოგება შეეძლო, თუმცა მე-17 წუთზე მათ სასარგებლოდ დანიშნული პენალტი პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კრისტიანუ რონალდუმ ვერ გამოიყენა.
მისი დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა.
იმავე ეპიზოდში ,,მილანის” ხორვატმა ფეხბურთელმა ანტე რებიჩმა დანილოს წინააღმდეგ იუხეშა და მოედნიდან მსაჯის მიერ  წითელი ბარათის ჩვენების შემდეგ მიაბრძანეს.

თითქმის მთელი მატჩი ,,მილანი” კაცნაკლული იყო, თუმცა ფავორიტად მიჩნეულმა.,,ბებერმა ქალბატონმა” მეტოქის კარი ვერ დალაშქრა.

ასეა, თუ ისეა ტურინული კლუბი იტალიის თასის ფინალში გავიდა.

,,იუვენტუსს” იტალიის თასი ისტორიაში 13-ჯერ აქვს მოგებული.
მაურისიო სარის გუნდი დღეს გასამართ მეორე 1/2 ფინალურ შეხვედრას დაელოდება.
ფინალის საგზურის მოსაპოვებლად ნეაპოლში, ,,ნაპოლი” მილანის ,,ინტერს” შეერკინება.
ამ გუნდების პირველი მატჩი ,,ნაპოლის” გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

ტურინი, „ალიანს სთედიუმი“

,,იუვენტუსი“ 0:0  „მილანი“
გამოუყენებელი პენალტი: 17′ რონალდუ („იუვენტუსი“)
გაძევება: 18′ რებიჩი ( „მილანი“)

„იუვენტუსი“: ბუფონი, დანილო (86′ კუადრადო), დე ლიხტი, ბონუჩი, ალექს სანდრო, ბენტანკური, პიანიჩი (62′ ხედირა), მატუიდი (63′ რაბიო), დუგლას კოშტა (63′ ბერნარდესკი), დიბალა, რონალდუ
მთავარი მწვრთნელი: მაურიციო სარი

მილანი“:  დონარუმა, კონტი (88′ სელმაკერსი), კიაერი, რომანიოლი, კალაბრია (88′ ლაქსალტი),  ბენასერი, კესი (82′ კრუნიჩი); ჩალჰანოღლუ, პაკეტა (82′ კოლომბო), ბონავენტურა (52′ ლეაო), რებიჩი
მთავარი მწვრთნელი: პიოლი

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი