მთავარი მსოფლიოესპანეთი ვალენსიური დერბის ბედი მსაჯის მიერ კონპენსირებულ მე-8 წუთზე გადაწყდა

ვალენსიური დერბის ბედი მსაჯის მიერ კონპენსირებულ მე-8 წუთზე გადაწყდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
16 ნახვა

ესპანეთის განახლებულ პრიმერა დივიზიონში 28-ე ტურის ორი შეხვედრა შედგა.

,,მესტალიას” სტადიონზე ერთმანეთს ვალენსიური კლუბები ,,ვალენსია” და ,,ლევანტე” დაუპირისპირდნენ.

ვალენსიური დერბის ბედი მსაჯის მიერ კონპენსირებულ მე-8 წუთზე პენალტით გადაწყდა.

შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

შეხვედრის არბიტრმა როხასმა პენალტი ,,ლევანტეს” სასარგებლოდ 98-ე წუთზე დანიშნა.

,,ლევანტეს” ფეხბურთელმა გონსალო მელერომ საჩუქარი შეირგო და გუნდს 1 ქულა მოუტანა.

იქამდე კი ,,ღამურები” 89-ე წუთზე როდრიგოს გატანილი გოლით 1:0 იგებდნენ.

,,ლევანტემ” ბოლო 16 წუთი რიცხობრივ უმცირესობაში გაატარა.
მსაჯმა 74-ე წუთზე როხერი გააძევა.

მოკლედ, ვალენსიური დერბი ფრედ 1:1 დასრულდა. გუნდებმა საკუთარ აქტივს თითო-თითო ქულა შემატეს.

,,ვალენსია” 43 ქულით მე-7 ადგილზეა და ევროპა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.
,,ლევანტე” კი 34 ქულით მე-12 პოზიციას იკავებს.

,,ვალენსია” 1:1 ,,ლევანტე”
89′ როდრიგო (1-0), 90+8′ მელერო (1-1)
გაძევება: 74′ როხერი ( ,,ლევანტე”)

,,გრანადა” 2:1 ,,ხეტაფე”
20′ ტიმორი (0-1), 70′ 79′ ფერნანდესი (1-1, 2-1)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი