მთავარი მსოფლიოგერმანია დანი ოლმოს დუბლით ,,ლაიპციგმა” ჩემპიონთა ლიგისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა

დანი ოლმოს დუბლით ,,ლაიპციგმა” ჩემპიონთა ლიგისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა

ავტორი კახა მიხანაშვილი

ბუნდესლიგის 31-ე ტური დაიწყო.

,,პრეზერო არენაზე” ,,ჰოფენჰაიმმა” ,,ლაიფციგს” უმასპინძლა.

ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლმა ,,ლაიფციგმა” მასპინძლებს საქმე მატჩის დასაწყისშივე მოუგვარა.
მათ 11 წუთისთვის მეტოქის კარი 2-ჯერ დალაშქრეს.

სტუმართა რიგებში დანი ოლმო გამოირჩა. ესპანელმა ფეხბურთელმა მე-9 და მე-11 წუთებზე დუბლი გაიფორმა.

ამ გამარჯვების შემდეგ ,,ლაიფციგმა” 62 ქულა დააგროვა და ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე დამკვიდრდა.
ტურნირის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ,,ლაიფციგს” ჩემპიონთა ლიგის საგზური მოპოვების კარგი შანსი აქვს.

,,ჰოფენჰაიმი” კი, რომელმაც წინა ტურის დასრულებისთანავე მთავარი მწვრთნელი დაითხოვა, 43 ქულით მე-7 პოზიციაზეა და ევროპა ლიგაზე გასვლას ლამობს.

,,ჰოფენჰაიმი” 0:2 ,,ლაიფციგი”
9′ 11′ ოლმო (0-1, 0-2)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი