მთავარი საქართველოლეგიონერები ლაშა პარუნაშვილის ,,ესბიერგმა” ლიდერი ,,რანდერსი”  დაამარცხა

ლაშა პარუნაშვილის ,,ესბიერგმა” ლიდერი ,,რანდერსი”  დაამარცხა

ავტორი კახა მიხანაშვილი
20 ნახვა

დანიის საფხბურთო ჩემპიონატში ლაშა პარუნაშვილის ,,ესბიერგმა” გამარჯვება იზეიმა.

,,ესბირგმა” შინ,  პირველი ჯგუფის ლიდერი ,,რანდერსი” უხვგოლიან ორთაბრძოლაში 4:2 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 71 წუთი გაატარა.

დანიის სუპერლიგაში გუნდები ორჯგუფად გადანაწილდნენ.

თითოეულ ჯგუფში 4-4 გუნდი გახლავთ.

გუნდები ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდებიან.
ჯგუფში I-II ადგილებზე  გასული გუნდები ქვეყნის ჩემპიონობისა და ევროტურნირებზე გასვლისთვის იბრძოლებენ.
ხოლო III-IV ადგილზე გასული კლუბები ლიგაში ადგილის შენარჩუნებისათვის.

,,ესბიერგი” პირველ ჯგუფში 21 ქულით ბოლო მე-4 ადგილზე იმყოფება. პარუნაშვილის გუნდს  საუკეთესოებში მოხვედრა ძალიან გაუჭირდება.

ქართველი ფეხბურთელი გუნდი მორიგ მატჩს სტუმრად, ,,ჰორსენსთან” 16 ივნისს, ჩაატარებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი