მთავარი მთავარი სიმონა ჰალეპი: ,,ჩვენ სულ სხვა პირობებს ვართ მიჩვეული და ახალ რეალობაზე გადართვა ძალიან რთული იქნება”

სიმონა ჰალეპი: ,,ჩვენ სულ სხვა პირობებს ვართ მიჩვეული და ახალ რეალობაზე გადართვა ძალიან რთული იქნება”

ავტორი კახა მიხანაშვილი
9 ნახვა

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა რუმინელმა სიმონა ჰალეპმა „ნიუ იორკ თაიმსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამერიკის ღია პირველობაზე ისაუბრა.

ჰალეპი აცხადებს, რომ ტურნირზე გამგზავრების ეშინია.
მისი აზრით, თითოეულმა სპორტსმენმა გადაწყვეტილება ინდივიდუალურად უნდა მიიღოს და მხოლოდ იმაზე უნდა იფიქროს, რა იქნება უკეთესი მისთვის და მისი კარიერისთვის.

სიმონა ჰალეპი: ,,შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, ამერიკაში გამგზავრების
სერიოზულად მეშინია.
მეშინია არა მხოლოდ პანდემიის, არამედ მოგზაურობის უსაფრთხოების, კარანტინის პირობებისა და ტურნირების ჩატარების წესების ცვლილების გამო.
გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ აშშ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მძიმეა და ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი მაღალია.
ჩვენ სულ სხვა პირობებს ვართ მიჩვეული და ახალ რეალობაზე გადართვა ძალიან რთული იქნება, განსაკუთრებით ჩვენი ორგანიზმისთვის.
მესმის, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით, ტურნირების ორგანიზატორებისა და მათი სპონსორებისთვის სეზონის განახლება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობაა.
ბევრი ჩოგბურთელი უსაქმოდაა დარჩენი და მათ ერთი სული აქვთ, როდის გაგრძელდება სპორტული ცხოვრება, მაგრამ ყველამ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ.
ასე თუ ისეა, აშშ ღია პირველობაზე გამოსვლის გადაწყვეტილება თითოეულმა სპორტსმენმა თავად უნდა მიიღოს.
ყველა ჩვენთაგანი სხვადასხვა პირობებში იმყოფება და მხოლოდ იმაზე უნდა იფიქროს, რა იქნება უკეთესი მისთვის და მისი კარიერისთვის“.– აცხადებს სიმონა ჰალეპი.

საერთაშორისო ჩოგბურთის ასოციაციას ტურნირების განახლების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
ჯერჯერობით ცნობილია ის, რომ
საჩოგბურთო სეზონი 31 ივლისამდე ოფიციალურად არის შეწყვეტილი.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი