მთავარი მთავარი ,,ბორჯღალოსნებმა” ვარჯიშები განაახლეს

,,ბორჯღალოსნებმა” ვარჯიშები განაახლეს

ავტორი კახა მიხანაშვილი
24 ნახვა

კორონავირუსის პანდემიის გამო 3-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ საქართველოს ნაკრების მორაგბეებმა ვარჯიშები განაახლეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ,,ფეისბუქის” ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.

ვარჯიშები ,,შევარდენის” სტადიონზე მიმდინარეობს.
,,ბორჯღალოსნები” ჯანდაცვის სამინისტროს დაწესებულ ყველა რეკომენდაციას ზუსტად იცავენ.

ყოველი ვარჯიშის წინ ნაკრების სამედიცინო შტაბი ყველა მორაგბეს თერმოსკრინინგს უტარებს.
მწვრთნელებმა სავარჯიშო ინვენტარი დარბაზიდან გარეთ გაიტანეს და სტადიონის მინდვრის ტერიტორიაზე დისტანციის დაცვით განალაგეს.

ქართველი მორაგბეები მოედანზე ჯგუფებად ვარჯიშობენ. ისინი ერთმანეთისგან 2-მეტრიანი აუცილებელი დისტანციის დაცვით არიან დაშორებული.
ვარჯიშები უკონტაქტოა. ნაკრების მორაგბეებს ერთმანეთთან ბრძოლაში შესვლა არ უწევთ.

ეროვნული ნაკრების მორაგბეებთან ერთად რამდენიმე ახალგაზრდული და 18-წლანდელთა ნაკრების მორაგბეც ვარჯიშობს.

ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი