მთავარი მსოფლიოგერმანია ,,ბაიერნის” 10-მატჩიანი მოგებების სერია და გერმანიის ჩემპიონობისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი

,,ბაიერნის” 10-მატჩიანი მოგებების სერია და გერმანიის ჩემპიონობისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი

ავტორი კახა მიხანაშვილი
10 ნახვა

ბუნდესლიგის 31-ე ტურის მატჩში ერთმანეთს მიუნხენის ,,ალიანს არენაზე” ,,ბაიერნი” და ,,გლადბახი” დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა დაძაბული და საინტერესო გამოდგა.
,,ბაიერნმა” მეტოქეს 2:1 სძლია და ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა.

პირველ ნახევარში გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს.

მატჩში თავდაპირველად, ბავარიელები დაწინაურდნენ. გოლი კურიოზული გამოდგა.

,,გლადბახის” მეკარის შვეიცარელ იან ზომერისა და მათიას გინტელის უხეირო თამაშის შემდეგ ბურთი თითქმის ცარიელ კარში ,,ბაიერნის” ნიდერლანდელმა ფორვარდმა ჯოშუა ზირკზემ შეაგდო.
ნიდერლანდთა სამეფოს შვილი ბავარიელთა ბომბარდირს პოლონელ რობერტ ლევანდოვსკის ცვლიდა, რომელიც მწვრთნელებმა დაასვენეს და განაცხადს მიღმა დატოვეს.

37-ე წუთზე წონასწორობა აღდგა.
პატრიკ ჰერმანის საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში ფრანგმა ბენჟამინ პავარმა ჩაჭრა.

მეორე ტაიმში გუნდებმა არაერთი საციფათო მომენტი შექმნეს, თუმცა მხოლოდ ერთი გოლი გავიდა.
შეხვედრის დასრულებამდე 4 წუთით ადრე ,,რეკორდმაისტერს” გამარჯვება ლეონ გორეცლამ მოუტანა. საგოლე გადაცემა ბენჟამინ პავარმა მიითვალა. ფრანგმა მცველმა ასე გამოუსყიდა პირველ ტაიმში გატანილი ავტოგოლი.

,,ბაიერნს” ამ გამარჯვების შემდეგ 73 ქულა აქვს და მეორე პოზიციაზე მყოფ დორტმუნდის ,,ბორუსიას” 7 ქულით უსწრებს.
ბუნდესლიგის დასრულებამდე კი 3 ტურია დარჩენილი.

აქვე ,,ბაიერნის” საოცარ სერიაზეც მოგახსენებთ.
გერმანიის ყველაზე ტიტულოვან გუნდს ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში ზედიზედ 10 მოგება გააჩნია.
ბავარიელების წაუგებელმა სერიამ კი 17 მატჩს მიაღწია.
ბუნდესლიგაში ბოლოს ,,ბაიერნი”
2019 წლის 7 დეკემბერს ,,გლადბახთან” დამარცხდა. ასე, რომ დღეს მიუნხენელებმა მეტოქეს რევანში აუღეს.

,,ბაიერნი” 2:1,,გლადბახი”
26′ ზირკზე (1-0), 37′ პავარი ა.გ. (1-1), 86′ გორეცკა (2-1)

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი