მთავარი მსოფლიოესპანეთი კურიოზი მალიორკაში – მაყურებლების გარეშე ჩატარებულ მატჩში მოედანზე გულშემატკივარი შევარდა

კურიოზი მალიორკაში – მაყურებლების გარეშე ჩატარებულ მატჩში მოედანზე გულშემატკივარი შევარდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
15 ნახვა

ესპანეთის პირიმერა დივიზიონის 28-ე ტურის მატჩში უცნაური ამბავი მოხდა.

,,მალიორკასა” და ,,ბარსელონას” უმაყურებლოდ გამართულ მატჩში
მოედანზე გულშემატკივარი შევარდა.
,,ბარსელონას” ფანს ლიონელ მესის მაისური ემოსა. მან ჯორდი ალბასთან სელფის გადაღება მოისურვა.

საქმეში მყისვე სტიუარდები ჩაერთვნენ და გულადი გულშემატკივარი მოედნიდან მიაბრძანეს.

ჯერჯერობით დაუდგენელია, როგორ აღმოჩნდა ზემოთაღნიშნული გულშემატკივარი სტადიონზე.
თან იმ ფონზე, რომ
კორონავირუსის პანდემიის გამო შეხვედრას მაყურებლები არ ესწრებოდა და შესაბამისმა უწყების თანამშრომლებმა სტადიონზე შემსვლელი გუნდების პერსონალი საგულდაგულოდ შეამოწმეს.

უცნაური გულშემატკივრის გასახარად ,,ბარსელონამ” ,,მალიორკა” 4:0 დაამარცხა. თან მისმა კუმირმა ლიონელ მესიმ გოლი გაიტანა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი