მთავარი სხვა_MMA დვალიშვილის მიჯრით მეოთხე

დვალიშვილის მიჯრით მეოთხე

31 ნახვა

უმატებს, იხვეწევა, ვითარდება და  მერაბ დვალიშვილი ნელ-ნელა ნამდვილ მონსტრად, შეუჩერებელ მანქანად ყალიბდება. ამის ნათელი დადასტურება გუსტავო ლოპესსთან ორთაბრძოლა იყო, სადაც ქართველმა ქვა ქვაზე არ დატოვა ამერიკელისგან და მიჯრით მეოთხე გამარჯვება გაიფორმა UFC-ში.

70 დაარტყმა 18-ის წილ, 13 “თეიქდაუნი” და საპასუხოდ არცერთი – ასე გამოიყურება ციფრებში დვალიშვილი-ლოპესის ჯახი. რაც შეეხება მსაჯთა შეფასებას – 30:25, 30:26, 30:26.

ნაორთაბრძოლას ქართველმა შონ ო’მალი გამოიწვია, ორგანიზაციის თავკაცობას კი ღონისძიების საქართველოში გამართვისკენ მოუწოდა.

“დიდ პატივს ვცემ შონ ო’მალის, მაგრამ მინდა შემდეგი ჩხუბი მასთან გავმართო. მოდით, გავაკეთოთ ეს. და კიდევ ერთი – ჩავატაროთ UFC საქართველოში! გავაკეთოთ ეს ქართველი ხალხისთვის!”

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი