მთავარი მსოფლიოიტალია იტალიელ ექიმებს ,,ნაპოლისა” და ,,ინტერის” ფეხბურთელებმა ტაში დაუკრეს

იტალიელ ექიმებს ,,ნაპოლისა” და ,,ინტერის” ფეხბურთელებმა ტაში დაუკრეს

ავტორი კახა მიხანაშვილი
16 ნახვა

იტალიის თასის 1/2 ფინალის განმეორებითი მატჩი აპლოდისმენტით დაიწყო.

ტაში ნეაპოლის ,,სან პაოლოს” სტადიონზე გამართული მატჩის მონაწილეებმა იტალიელ ექიმებს მიუძღვნეს.

,,ნაპოლისა” და ,,ინტერის” ფეხბურთელებმა ასე გადაუხადეს მადლობა ექიმებს კორონავირუსის პანდემიის დროს გამოჩენილი თავდაუზოგავი შრომისა და თითოეული ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის.

იტალიაში კორონავირუსის 236,651 დაფიქსირდა.
დაავადებისგან 34,301 ადამიანი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა
174,865-ს მიაღწია.

,,ნაპოლისა” ,,ინტერის” მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
თასის ფინალში ,,იუვენტუსს” ,,ნაპოლი” დაუპირისპირდება.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი