მთავარი მთავარი ნოვაკ ჯოკოვიჩმა მისივე ორგანიზებულ საჩვენებელ ტურნირზე წააგო

ნოვაკ ჯოკოვიჩმა მისივე ორგანიზებულ საჩვენებელ ტურნირზე წააგო

ავტორი კახა მიხანაშვილი

მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელის ნოვაკ ჯოკოვიჩის ორგანიზებით სერბეთში საჩვენებელი ტურნირი დაიწყო.

ტურნირზე მონაწილეობას 8 ჩოგბურთელი მიიღებს.
ისინი ორ 4-4 გუნდიან ჯგუფში არიან გადანაწილებული.

A ჯგუფში ნოვაკ ჯოკოვიჩი, ფილიპ კრაინოვიჩი, გერმანელი ალექსანდრ ზვერევი და ვიქტორ ტროიცკი მოხვდნენ.

B ჯგუფში კი ძალებს ავსტრიელი დომინიკ ტიმი, ნიკოლა მილოიევიჩი, ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი და დუშან ლაიოვიჩი მოსინჯავენ.

ტურნირზე ბოსნიელი დამირ ძუმჰურიც გამოდიოდა, თუმცა მან დომინიკ ტიმთან წაგების შემდეგ საჩვენებელი პირველობა დატოვა.

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა პირველი შეხვედრა ვიქტორ ტროიცკისთან იოლად 4:1, 4:1 მოიგო.
მეორე ტურში კი თანამემამულე ფილიპ კრაინოვიჩთან 3-სეტში 4:2, 2:4, 1:4 დამარცხდა.

გამომდინარე იქიდან, რომ ტურნირი ATP ეგიდით არ ტარდება და იგი ამხანაგური შეჯიბრია, ჩოგბურთელების გადაწყვეტილებით სეტის მოგებას ნაცვლად, 6 გეიმის, 4 მოგება სჭირდება.

ჯგუფებში ჩოგბურთელები მესამე შეხვედრებსაც ჩაატარებენ და პირველ ადგილზე გასული სპორტსმენები ფინალში იასპარეზებენ.

ესეც სატურნირო ცხრილი
A ჯგუფი
1. ზვერევი 2 2 0 4:1 2
2. კრაინოვიჩი 2 1 1 3:3 1
3. ჯოკოვიჩი 2 1 1 3:2 1
4.ტროიცკი 2 0 2 0:4 0

B ჯგუფი
1. ტიმი 2 2 0 2:1 2
2. მილოიევიჩი 1 1 0 2:0 1
3. დიმიტროვი 2 1 1 2:3 1
4. ლაიოვიჩი 2 0 2 2:4 1
5. ძუმჰური 1 0 1 0:0 0

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი