მთავარი საქართველოლეგიონერები შოთა არველაძის ,,ფახთაქორი” დამარცხდა – ,,აგმკ”-მ ელგუჯა გრიგალაშვილის გოლით მოიგო

შოთა არველაძის ,,ფახთაქორი” დამარცხდა – ,,აგმკ”-მ ელგუჯა გრიგალაშვილის გოლით მოიგო

ავტორი კახა მიხანაშვილი
30 ნახვა

უზბეკეთის საფეხბურთო ჩემპიონატში კორონავირუსის პანდემიის გამო გამოწვეული იძულებითი შესვენება დასრულდა.

პირველობა მე-4 ტურის შეხვედრებით განახლდა.

ელგუჯა გრიგალაშვილისა და მათე ვაწაძის ,,აგმკ”-მ სტუმრად, ,,ქიზილქუმთან” 1:0 მოიგო.

გამარჯვების მომტანი გოლი შეხვედრის 66-ე წუთზე ელგუჯა გრიგალაშვილმა გაიტანა.

ორივე ქართველი ფეხბურთელი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო.
მათე ვაწაძემ მატჩი სრულად ჩაატარა.
გრიგალაშვილი კი 87-ე წუთზე შეცვალეს.

,,აგმკ”-ს ამ დროისთვის 8 ქულა გააჩნია და მე-4 ადგილზე იმყოფება.

შოთა არველაძის გაწვრთნილმა ტაშკენტის” ,,ფახთაქორი” გასვლაზე ,,სოგდიანასთან” 0:1 დამარცხდა და შესაძლოა ლიდერობა დაკარგოს.

ამ ეტაპზე არველაძის შეგირდებს 9 ქულა აქვთ და თუ მათი კონკურენტების ,,ნასაფ ქარში” და ,,ბუნიოდკორი” გამარჯვებას შეძლებენ ტაშკენტელები მე-3 საფეხურზე დაეშვებიან.

,,ფახთაქორი” მორიგ მატჩს, 19 ივნისს, სწორედ ,,ბუნიოდკორთან” ჩაატარებს.
შეხვედრა ტაშკენტში გაიმართება.

გრიგალაშვილისა და ვაწაძის ,,აგმკ” 20 ივნისს, შინ, ,,ტერმეზ სურხონს” დაუპირისპირდება.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი