მთავარი მსოფლიოგერმანია ერლინგ ჰაალანდი და ჯეიდონ სანჩო „Golden Boy“-ის პრიზზე წარადგინეს

ერლინგ ჰაალანდი და ჯეიდონ სანჩო „Golden Boy“-ის პრიზზე წარადგინეს

ავტორი კახა მიხანაშვილი
13 ნახვა

დორტმუნდის ,,ბორუსიას” ფორვარდები ნორვეგიელი ერლინგ ჰაალანდი და ინგლისელი ჯეიდონ სანჩო  იტალიურმა გამოცემა „Tuttosport“-მა 2020 წლის  „Golden Boy“-ის პრიზის ნომინაციაზე დაასახელა.

„Golden Boy“-ის პრემიაზე ჯამში 100 ფეხბურთელია წარდგენილი.
მათგან 20 საუკეთესო მოთამაშეს 15 ოქტომბერს, გამოავლენეს.

2020 წლის ბოლოს კი საუკეთესოს დაასახელებენ.

„Golden Boy“-ის დაჯილდოვების ცერემონიალი 2003 წლიდან იმართება.
,,Tuttosport” პრიზს 21-წლამდელ ფეხბურთელთა შორის წლის საუკეთესოს გადასცემს.

2019 წელს პრემია  „ატლეტიკოს“ პორტუგალიელმა  ფორვარდმა ჟოაო ფელიქსმა მიიღო.

ერლინგ ჰაალანდი წლევანდელ სეზონში ბრწყინვალედ ასპარეზობს. სკანდინავიელმა ფეხბურთელმა 2019-2020 წლებში ყველა ტურნირზე  სულ  42 შეხვედრა ჩაატარა და 51 გოლი გაიტანა.

ჰაალანდს ბუნდესლიგაში 12 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი.

ჯეიდონ სანჩომ კი მიმდინარე ბუნდესლიგის გათამაშებაში 29 თამაში ჩაატარა და მეტოქის კარი
17-ჯერ დალაშქრა.
სანჩოს მონაგარი ჩემპიონთა ლიგაზე კი 8 შეხვედრაში გატანილი 2 გოლია.
ინგლისის ნაკრების მაისური  სანჩომ წელს 6-ჯერ მოირგო და მეტოქეებს 2 გოლი გაუტანა.

ერლინგ ჰაალანდი 21 ივნისს 20 წლის გახდება.
ჯეიდონ სანჩო კი 20 წლისა 25 მარტს გახდა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი