მთავარი მსოფლიოგერმანია ,,GOAL”.com-ის ვერსიით  2020 წელს „ოქროს ბურთის“ მოგების ყველაზე კარგი შანსი რობერტ ლევანდოვსკის აქვს

,,GOAL”.com-ის ვერსიით  2020 წელს „ოქროს ბურთის“ მოგების ყველაზე კარგი შანსი რობერტ ლევანდოვსკის აქვს

ავტორი კახა მიხანაშვილი
12 ნახვა

ცნობილმა საფეხბურთო სააგენტო ,,GOAL”.com-მა იმ ფეხბურთელთა ათეული დაასახელა, რომელსაც

2020 წელს „ოქროს ბურთის“ მოგების ყველაზე კარგი შანსი აქვთ.

სააგენტოს გამოქვეყნებულ
სიას მიუნხენის „ბაიერნის“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი უდგას სათავეში.

არგენტინელი ლიონელ მესი და პორტუგალიელი კრისტიანუ რონალდუ სიაში პოლონელი თავდამსხმელის შემდეგ იმყოფებიან.

რობერტ ლევანდოვსკის ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში 28 მატჩში 30 გოლი აქვს გატანილი.
პოლონელმა გერმანიის ჩემპიონატში ყველა მეტოქის კარი დალაშქრა.
ლევანდოვსკის გერმანიის თასზე 100%-იანი შედეგი აქვს. მან 4 შეხვედრაში, 4 გოლი გაიტანა.

6 თამაში, 11 გოლი ასეთია ლევანდოვსკის მონაგარი ჩემპიონთა ლიგაზე.

,,ბაიერნის” ფორვარდმა წელს პოლონეთის ეროვნული ნაკრების მაისური 10-ჯერ მოირგო და თავი გატანილი გოლით 6-ჯერ გამოიჩინა.

ესეც ,,GOAL”.com-ის ვერსიით 2020 წელს „ოქროს ბურთის“ მოგების კანდიდატთა სია:
1. რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი, ბაიერნი)
2. ლიონელ მესი (არგენტინა, ბარსელონა)
3. კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია, იუვენტუსი)
4. კევინ დე ბრუინი (ბელგია, მანჩესტერ სიტი)
5. თომას მიულერი (გერმანია, ბაიერნი)
6. ნეიმარი (ბრაზილია, პსჟ)
7. ერლინგ ჰალანდი (ნორვეგია, დორტმუნდი)
8. კილიან მბაპე (საფრანგეთი, პსჟ)
9. ჯეიდონ სანჩო (ინგლისი, დორტმუნდი)
10. სერჟ გნაბრი (გერმანია, ბაიერნი)

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი