მთავარი მსოფლიოგერმანია ,,ბაიერნი” გამარჯვების შემთხვევაში  ბუნდესლიგის  საჩემპიონო ვერცხლის სინს ზედიზედ მერვედ მოიპოვებს

,,ბაიერნი” გამარჯვების შემთხვევაში  ბუნდესლიგის  საჩემპიონო ვერცხლის სინს ზედიზედ მერვედ მოიპოვებს

ავტორი კახა მიხანაშვილი
12 ნახვა

დღეს, 22:30 საათზე გერმანიის ბუნდესლიგაში მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართება.

შეხვედრას, რომელსაც ბრემენის ,,ვეზერშტადიონი” უმასპინძლებს შესაძლოა საჩემპიონო გამოდგეს.

ბუნდესლიგის ერთპიროვნული ლიდერი მიუნხენის ,,ბაიერნი” ბრემენის ,,ვერდერთან” გამარჯვების შემთხვევაში გერმანიის ჩემპიონის ტიტულს ზედიზედ მერვედ ისტორიაში კი ოცდამეათედ მოიპოვებს.

ბავარიელები ბრემენს რამდენიმე ტრავმირებული  ფეხბურთელის გარეშე ეწვიენ.
,,ვერდერთან” მატჩს ესპანელი ტიაგო ალკანტარა, ფრანგი  კორენტინ ტოლისო, ბრაზილიელი კოუტინიო, ასევე გერმანელი ფეხბურთელები ჟან-პიეტე არპი, ლარს ლუკას მეი და ნიკლას სულე გამოტოვებენ.

,,ბრემენელ მუსიკოსებს” კი ჩემპიონობისთვის მომართულ ,,ბაიერნის” წინააღმდეგ მატჩში თურქი ნური შაჰინის და კევინ მოჰვალდის იმედი არ უნდა ჰქონდეთ.

ამ დროისთვის ,,ბაიერნს” 73 ქულა აქვს და უშუალო კონკურენტ დორტმუნდის ,,ბორუსიას” 7 ქულით უსწრებს.
,,რეკორდმაისტერმა” თუ 3 ქულა მოიპოვა კონკურენტისთვის მიუღწეველი გახდება.

გუნდები ერთმანეთის პირისპირ სავარაუდოდ, ასეთი შემადენლობებით წარსდგებიან:

,,ვერდერი” : ,,ბაიერნი”

,,ვერდერი“: პავლენკა, გებრე სელესიე, ველიკოვიჩი, მოისანდერი (c), აუგუსტინსონი, მ. ეგეშტეინი, ვოგტი, კლასენი,  ბიტენკურტი, სარგენტი,  რაშიკა
მთავარი მწვრთნელი: ფლორიან კოჰფელდტი

,,ბაიერნი“:  ნიიერი (c), პავარი, ბოატენგი, ალაბა, დევისი, კიმიხი, გორეცკა, გნაბრი, მიულერი, კომანი, ლევანდოვსკი
მთავარი მწვრთნელი: ჰანს ფლიკი

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი