მთავარი მსოფლიოესპანეთი ,,ბარსელონამ” ,,ნოუ კამპზე” გამარჯვება იზეიმა

,,ბარსელონამ” ,,ნოუ კამპზე” გამარჯვება იზეიმა

ავტორი კახა მიხანაშვილი
11 ნახვა

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 29-ე ტურის შეხვედრაში ,,ბარსელონამ” ,,ლეგანესი” დამაჯერებლად 2:0 დაამარცხა და ლიდერობა განომტკიცა.

ორ თვეზე მეტი იძულებითი პაუზის შემდეგ ,,ნოუ კამპზე” ფეხბურთი დაბრუნდა.

კატალონიელებმა საკუთარ სტადიონზე დაბრუნება გამარჯვებით აღნიშნეს და ,,ლეგანესს” 2:0 სძლიეს.

კიკი სეტიენის შეგირდებმა მეტოქეს თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანეს.

ანგარიში 42-ე წუთზე 17 წლის თინეიჯერმა ანსუ ფატიმ გახსნა.
მან ფირპო ჟუნიორის პასი შეირგო.

69-ე წუთზე თავისი გოლი ლა ლიგის ბომბარდირმა არგენტინელმა სუოერვარსკვლავმა ლიონელ მესიმ გაიტანა.
სამხრეთ ამერიკელმა პენალტი გამოიყენა

ამ გამარჯვების შემდეგ ,,ბარსელონამ” 64 ქულა მოაგროვა და მტერ-მეტოქე ,,რეალს” 5 ქულით გაუსწრო.

,,სამეფო კლუბი” 29-ე ტურის მატჩს 19 ივნისს, შინ, ,,ალფრედო დი სტეფანოს” სტადიონზე ,,ვალენსიასთან” ჩაატარებს.

,,ბარსელონა” 2:0 ,,ლეგანესი”
42′ ფატი (1-0), 69′ მესი პენ. (2-0)

,,ბარსელონა“: ტერ შტეგენი, რობერტო (54′ სემედო), პიკე (73’უმტიტი), ლენგლე, ჟუნიორი, რაკიტიჩი, ბუსკეტსი (63′ ვიდალი), არტური (73′ პუიგი), მესი, ფატი (54′ სუარესი), გრიზმანი
მთავარი მწვრთნელი: კიკი სეტიენი

,,ლეგანესი“: კუელარი, ბუსტინსა, ტარინი, ავაზიემი, სილვა (71′ როდრიგესი), რეკიო, (85′ გილი), პერესი, რუიბალ გარსია, ერასო (63′ ამადუ), მესა (46′ ასალე), გერერო (71′ კარილიო)
მთავარი მწვრთნელი: აგუირე

,,ბეტისი” 2:2 ,,გრანადა”
29′ ფერნანდესი (0-1), 85′ კანალესი პენ. (1-1), 88′ ტელო (2-1), 90+1′ სოლდადო (2-2)

,,ხეტაფე” 0:0 ,,ესპანიოლი”
გაძევება: 16′ ბერნანდო (,,ესპანიოლი”)

,,ვილიარეალი” 1:0 ,,მალიორკა”
16′ ბაკა

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი