მთავარი მსოფლიოინგლისი დღეიდან პრემიერლიგა განახლდება

დღეიდან პრემიერლიგა განახლდება

ავტორი კახა მიხანაშვილი
23 ნახვა

დღეს, კორონავირუსის გამო შეწყვეტილი ინგლისის პრემიერლიგა განახლდება.

თავდაპირველად, 28-ე ტურის ორი გადადებული შეხვედრა შედგება.

19 ივნისიდან კი ტურნირი სრულად აღდგება და 30-ე ტურის ბრძოლები გაიმართება.

დღეს, მანჩესტერის ,,ეტიჰად სტედიუმზე” საინტერესო დაპირისპირება არის მოსალოდნელი.

ერთმანეთს ,,მანჩესტერ სიტი” და ლონდონის ,,არსენალი” შეერკინებიან.

,,ქალაქელები” შეხვედრას სრულიზადყოფნით ხვდებიან. მათ ტრავმირებული ფეხბურთელები არ ჰყავთ.

,,მეთოფეების” ლაზარეთში კი კალუმ ჩემბერსი და ურუგვაელი ლუკას ტორეირა იმყოფებიან. ისინი ამ მიზეზით მანჩესტერშინარ ჩასულან.

ამ დროისთვის ,,სიტის” პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 57 ქულა აქვს და მე-2 ადგილზე იმყოფება.
ხოსეპ გვარდიოლას შეგირდები ლიდერ ,,ლივერპულს” მთელი 25 ქულით ჩამორჩებიან.

,,არსენალი” კი 40 ქულით მე-9 ადგილს იკავებს.

დღესვე, გასავარდნ ზონაში მყოფი ,,ასტონ ვილა” შინ ბირმინგემში, ,,შეფილდ იუნაიტედში” შეხვდება.

ორივე გუნდს ქულები წყალივით ესაჭიროვება.
თავად განსაჯეთ, ,,ასტონ ვილა” 25 ქულით სატურნირო ცხრილის ბოლოსწინა მე-19 საფეხურზეა, თუმცა გამარჯვების შემთხვევაში 3 საფეხურით დაწინაურდება.

აი ,,შეფილდი” კი 43 ქულით მე-7 პოზიციაზე და ევროპის ლიგაზე გასასვლელად იბრძვის.

,,ასტონ ვილა” : ,,შეფილდ იუნაიტედი” (21:00 სთ)
,,მანჩესტერ სიტი” : ,,არსენალი” (23:15 სთ)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი