მთავარი მსოფლიოიტალია რომში იტალიის თასის მფლობელი გამოვლინდება

რომში იტალიის თასის მფლობელი გამოვლინდება

ავტორი კახა მიხანაშვილი
15 ნახვა

დღეს,  რომში იტალიის თასის ფინალური დაპირისპირება შედგება.

თასის მოსაპოვებლად ერთმანეთის პირისპირ ტურინის ,,იუვენტუსი” და ,,ნაპოლი” წასრდგებიან

გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ,,იუვენტუსი”არგენტინელ  ფორვარდ გონსალო იგუაინსა და უელსელ აარონ რემსის მოისაკლისებს.

საეჭვოა, ასევე ჯორჯო კიელინისა და თურქი მარიჰ დემირალის თამაშიც.

ჯენარო გატუზოს შეგირდები მატჩს სრულ საბრძოლო შემადგენლობით ხვდებიან.

ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ტრავმირებულია სლოვაკი სტანისლავ ლობიტკა გახლავთ.

,,ნაპოლს” ისტორიაში იტალიის თასი 5-ჯერ აქვს მოპოვებული. ბოლოს ნეაპოლელებმა წარმატებას 2013-14 წლების სეზონში მიაღწიეს.

ტურინის ,,იუვენტუსს” კი იტალიის თასი 13-ჯერ აქვს აღმართული.
,,ბებერმა ქალბატონმა” აღნიშნული ჯილდო ბოლოს 2018 წელს დაისაკუთრა.

რომის ,,ოლიმპიურ სტადიონზე” მატჩი სტარტს თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი