მთავარი მთავარი გიორგი წიტაიშვილი ,,Golden Boy 2020″-ის კანდიდატთა სიაში შეიყვანეს

გიორგი წიტაიშვილი ,,Golden Boy 2020″-ის კანდიდატთა სიაში შეიყვანეს

ავტორი კახა მიხანაშვილი
15 ნახვა

უკრაინის ახალგაზრდული ნაკრებისა და კიევის ,,დინამოს” წარმოშობით ქართველი ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი ,,Golden Boy 2020″-ის კანდიდატთა სიაში შეიყვანეს.

,,Golden Boy”-ის პრიზი ყოველწელს 21 წელზე უმცროსი ასაკის
ევროპის ყველაზე ნიჭიერ და იმედისმომცემ ახალგაზრდა ფეხბურთელს გადაეცემა.

,,Golden Boy 2020″-ის კანდიდატთა სია იტალიურმა გამოცემამ „ტუტოსპორტმა“ შეადგინა.

გიორგი წიტაიშვილს მიმდინარე სეზონში ჯამში 12 მატჩი აქვს ჩატარებული და 4 გოლი გატანილი.

წიტაიშვილი 2019 წელს უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

გიორგი ქართველი ფეხბურთელის კლიმენტი წიტაიშვილის შვილია. ის ისრაელშია დაბადებული.
19 წლის ფეხბურთელი კიევის ,,დინამოში” 2012 წლიდან იმყოფება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი