მთავარი საქართველოლეგიონერები ლაშა დვალი უნგრეთის ჩემპიონია

უნგრეთის 2019-2020 სეზონის ჩემპიონი ,,ფერენცვაროში” გახდა.

უნგრეთის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა სტუმრად,  ,,ჰონვედი” 2:0 დაამარცხა და პირველობა 3 ტურით ადრე გაინაღდა.

უნგრეთის ჩემპიონობა თანაგუნდებთან ერთად საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ლაშა დვალმაც იზეიმა.

მიუხედავად იმისა, რომ  ქართველი ფეხბურთელი ,,ჰონვედთან” შეხვედრაში ,,ფერენცვაროშის” განაცხადში არ ყოფილა.

ლაშა დვალმა მიმდინარე უნგრეთის ჩემპიონატში სულ 3 შეხვედრა ჩაატარა და ერთი საგოლე პასი მიითვალა.

დვალი უნგრეთის ტიტულოვანი გუნდის ღირსებას 2018 წლიდან იცავს.

,,ფერენცვაროში” ისტორიაში უნგრეთის ჩემპიონი ოცდამეთერთმეტედ გახდა.

,,ფერენცვაროშს” სათავეში მთავარი მწვრთნელის რანგში ლეგენდარული უკრაინელი ფეხბურთელი სერგეი რებროვი უდგას.

 

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი