მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები გადაწყდა! – საქართველოსა ბელარუსის მატჩის გამართვის თარიღი ცნობილია

გადაწყდა! – საქართველოსა ბელარუსის მატჩის გამართვის თარიღი ცნობილია

ავტორი კახა მიხანაშვილი
44 ნახვა

უეფამ ერთა ლიგის 1/2 ფინალის ჩატარების დრო დაასახელა.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფის 1/2 ფინალური დაპირისპირება საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და ბელარუსს შორის 8 ოქტომბერს შედგება.

ორთაბრძოლის გამართვის ადგილი უცვლელია.
დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრას საქართველოს ნაკრები თბილისში ,,დინამო არენაზე” ჩაატარებს.

რაც შეეხება მაყურებლების დასწრების საკითხს, ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული.

გულშენატკივრების სტადიონზე დაშვების საკითხი შეხვედრამდე რამდენიმე კვირით ადრე, იმ დროისთვის ქვეყანაში არსებულ ეპიტსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.

საქართველოს ნაკრები ბელარუსთან გამარჯვების შემთხვევაში ჩრდილოეთ მაკედონიისა და კოსოვოს წყვილში საუკეთესოს ფინალში შეხვდება.

ბელარუსული ბარიერის დაძლევის ვარიანტში ფინალური ორთაბრძოლაც თბილისში შედგება.
იქ გამარჯვებული კი სანატრელ მიზანს მიაღწევს და ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

კონტინენტის პირველობა კორონავირუსის პანდემიის გამო, ნაცვლად 2020 წლისა, 2021 წლის ზაფხულში ჩატარდებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი