მთავარი მსოფლიოიტალია ,,ნაპოლიმ” იტალიის თასი დაისაკუთრა

,,ნაპოლიმ” იტალიის თასი დაისაკუთრა

ავტორი კახა მიხანაშვილი
9 ნახვა

2019-2020 წლების სეზონში იტალიაში პირველი ჯილდო გათამაშდა.

ჯენარო გატუზოს გაწვრთნილმა ,,ნაპილიმ” იტალიის თასი აღმართა.

იტალიის თასის ფინალურ ორთაბრძოლა დრამატული გამოდგა.

რომის ,,ოლიმპიურ” სტადიონზე გამართულ მატჩში თასის მფლობელის გამოსავლენად საჭირო პენალტები სერია გახდა.

,,ნაპოლისა” ტურინის ,,იუვენტუსის” ფინალური მატჩი გატანილი გოლების გარეშე ფრედ 0:0 დასრულდა.

პენალტების სერია კი უკეთესად ჯენარო გატუზოს შეგირდებმა შეუასრულეს და ,,ნაპოლიმ” იტალიის თასი ისტორიაში მეექვსედ მოიპოვა.

გამარჯვებული გუნდიდან პენალტები ზუსტად ლორენცო ინსინიემ,
მატეო პოლიტანომ, სერბმა ნიკოლა მაქსიმოვიჩმა და პოლონელმა არკადიუშ მილიკმა შეასრულეს.

,,იუვენტუსიდან” კი პირველი ორი პენალტი არგენტინელმა პაოლო დიბალამ და ბრაზილიელმა დანილომ ვერ გაიტანეს.
მიზანს კი ლეონარდო ბონუჩიმ და უელსელმა აარონ რემსიმ უწიეს

ასეა, თუ ისეა ჯენარო გატუზოს გუნდმა საოცნებო თასი აღმართა.

სახელოვანი ფეხბურთელისთვის ეს ნეაპოლში მოგებული პირველი ტიტულია.

,,ნაპოლი” 0:0 პენ. 4:2 ,,იუვენტუსი”
პენალტების სერია: დიბალა (0-0), ინსინიე (1-0), დანილო (1-0), პოლიტანო (2-0), ბონუჩი (2-1), მაქსიმოვიჩი (3-1), რემსი (3-2), მილიკი (4-2)

,,ნაპოლი“: მერეტი, დი ლორენცო, მაქსიმოვიჩი, კულიბალი, რუი (81′ ჰისაი), რუისი (80′ ალენი), დემე, ზიელინსკი (88′ ელმასი), კალეხონი (66’პოლიტანი), ინსინიე, მერტენსი (67′ მილიკი)
მთავარი მწვრთნელი: ჯენარო გატუზო

,,იუვენტუსი“: ბუფონი, კუადრადო (85′ რემსი), ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო, ბენტანკური, პიანიჩი (74′ ბერნადეში), მატუიდი, დუგლას კოშტა (65′ დანილო), დიბალა, რონალდუ
მთავარი მწვრთნელი: მაურისიო სარი

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი