მთავარი მსოფლიოინგლისი ,,მანჩესტერ სიტიმ” ,,არსენალი” გაანადგურა

,,მანჩესტერ სიტიმ” ,,არსენალი” გაანადგურა

ავტორი კახა მიხანაშვილი
9 ნახვა

ინგლისის პრემიერლიგა კორონავირუსის პანდემიის შემდეგ განახლდა.

მანჩესტერში, ,,იტიჰად სტედიუმზე” 28-ე ტურის შეხვედრა შედგა.

,,მანჩესტერ სიტიმ” პრემიერლიგის დაბრუნება კარგი თამაშით აღნიშნა და ლონდონის ,,არსენალი” 3:0 გაანადგურა.

,,ქალაქელებმა” პირველი გოლი, პირველი ტაიმის მიწურულს გაიტანეს.
გოლი ლინდონელებს გასახდელში რაჰიმ სტერლინგმა გაატანა.

49-ე ,,არსენალს” მსაჯმა მოედნიდან ბრაზილიელი დავიდ ლუისი გაუძევა და ,,სიტის” სასარგებლოდ პენალტიც დანიშნა.
11-მეტრიანის შესასრულებლად ბურთთან კევინ დე ბრუინი მივიდა. ბელგიელმა ფეხბურთელმა შანსი გამოიყენა და ბურთი დედაქალაქელთა კარის ბადეში გაახვია.

კაცნაკლულმს ,,არსენალმა” მასპინძლების წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო. მეტიც, მსაჯის მიერ შეხვედრისთვის კონპენსირებულ დროში მესამე გოლიც გაუშვა.

გოლი შეცვლაზე შესულმა ფილ ფოდენმა გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში 3:0 დააფიქსირა.

ამ გამარჯვების შემდეგ ,,მანჩესტერ სიტიმ” 60 ქულა დააგროვა და ლიდერ ,,ლივერპულთან” ჩამორჩენა 22 ქულამდე შეამცირა.

,,არსენალი” კი ერთ-ერთ ყველაზე ცუდ სეზონს ატარებს.
,,მეთოფეებს” 40 ქულა გააჩნიათ და მე-9 პიზიციაზე არიან.

,,მანჩესტერ სიტი” 3:0 ,,არსენალი”
45+2″ სტერლინგი (1-0), 51′ დე ბრუინი პენ. (2-0), 90+1′ ფოდენი (3-0)
გაძევება: 49′ დავიდ ლუისი (,,არსენალი”)

,,მანჩესტერ სიტი”: ედერსონი, უოლკერი, გარსია, ლაპორტე (70′ ფერნანდინიო), მენდი, დავიდ სილვა (65′ ბერნანდო სილვა), გუნდოგანი, დე ბრუნი (70′ როდრი), მაჰრეზი (65′ ფოდენი), სტერლინგი, გაბრიელ ჟესუსი (80′ აგუერო)
მთავარი მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

,,არსენალი“: ლენო, ბელერინი, მარი (24′ დავიდ ლუისი), მუსტაფი, ტერნი, ჯაკა (8′ სებალიოსი), გონდუზი (67′ მეიტლენდ- ნაილესი), საკა, უილოკი (67′ ნელსონი), ობამეიანგი, ნკეტია (67′ ლაკაზეტე)
მთავარი მწვრთნელი: მიკელ არტეტა

,,ასტონ ვილა” 0:0 ,,შეფილდ იუნაიტედი”

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი