მთავარი მსოფლიოესპანეთი მეტ ჯენინგი „ბასკონიას“ ტოვებს

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი მეტ ჯენინგი ესპანურ კლუბ „ბასკონიას“ დატოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას  გამოცემა ,,AS ავრცელებს.

ჯენინგს ესპანეთის ჩემპიონ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი ამოეწურა.  მასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას კი ბასკური გუნდი არ გეგმავს.

სად გააგრძელებს კარიერას ჯენინგი ჯერჯერობით უცნობია.

მეტ ჯენინგი ,,ბასკონიაში” 2017 წელს რუსულ კლუბ ყუბანის  ,,ლოკომოტივიდან”’ გადავიდა.

ჯენინგი ,,რკინიგზელთა” გარდა კარიერის განმავლობაში NBA G ლიგაში ,,მაინ რედ კლაუსის” და ,,რიო გრანდე ვალეი ვიპერსის” ღირსებას იცავდა.
ევროპული კარიერისას კი იტალიის სიენას ,,მონტეპასკიში”, ხორვატულ ,,ციბონაში”, თურქულ ,,ანადოუ ეფესში”  და იერუსალიმის ,,ჰაპოელში” გამოდიოდა.

მეტ ჯენინგს იტალიის ჩემპიონის ტიტული და თასი აქვს მოპოვებული.
2015 წელს თურქეთის თასი აღმართა.
რამდენიმე დღის წინ კი ესპანეთის ჩემპიონობა იზეიმა.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი