მთავარი საქართველოეროვნული ლიგა თბილისის ,,დინამოს” ,,ქართულ კლასიკოზე” კარანტინგამოვლილი ლეგიონერები დაუბრუნდებიან

თბილისის ,,დინამოს” ,,ქართულ კლასიკოზე” კარანტინგამოვლილი ლეგიონერები დაუბრუნდებიან

ავტორი კახა მიხანაშვილი
3 ნახვა

თბილისის ,,დინამოს” ,,ქართულ კლასიკოზე” კარანტინგამოვლილი ლეგიონერები დაუბრუნდებიან

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი თბილისის ,,დინამო” ქუთაისის ,,ტორპედოსთან” გასამართ მატჩისთვის დიღმის სამწვრთნელ ბაზაზე ემზადება.

დედაქალაქელთა რიგებში სასიამოვნო სიახლეებია.
გუნდს 2-კვირიანი კარანტინის შემდეგ ტოგოელი საიმონ ბენიო და სლოვაკი ფილიპ ორშულა დაუბრუნდნენ.

ტრავმის შემდეგ ვარჯიში ,,დინამოს” მცველმა ნიკა სანდოხაძემ განაახლა.

,,ქართულ კლასიკოდ” წოდებული ქუთაისის ,,ტორპედოსა” და თბილისის ,,დინამოს” მატჩი 12 ივლისს, შედგება.

ორთაბრძოლა სტარტს ქუთაისის ,,რამაზ შენგელიას” სტადიონზე 21:00 საათზე აიღებს.

,,დინამო” მტერ-მეტოქესთან მატჩს ლიდერის რანგში ხვდება.
იმერლები კი ეროვნულ ლიგაში მე-7 ადგილზე იმყოფება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი