მთავარი მსოფლიოესპანეთი ბომბარდირი სერხიო რამოსი

მადრიდის ,,რეალის” ესპანელი ფეხბურთელი სერხიო რამოსი მცველებს შორის ყველა დროის ბომბარდირთა დავაში მე-6 ადგილზე იმყოფება. ინფორმაცია ამ ამბის შესახებ სტატისტიკურმა სააგენტო ,,Opta”-მ მოიძია.

სერხიო რამოსს ამ დროისთვის ყველა ტურნირზე 120 გოლი აქვს გატანილი.
მიმდინარე სეზონში კი მის ანგარიშზე 12 გოლი ირიცხება.

მსოფლიოში მცველებისგან ყველაზე მეტი გოლი ნიდერლანდელ ფეხბურთელს როლანდ კუმანს აქვს გატანილი.
ლეგენდარული მოთამაშის მონაგარი 253 გოლი გახლავთ.

ბომბარდირი მცველების საუკეთესო ექვსეული ასეთია:
1. როლან კუმანი (ნიდერლანდები) – 253
2. დანიელ პასარელა (არგენტინა) – 175
3. ფერნანდო იერო (ესპანეთი) – 163
4. ლორან ბლანი (საფრანგეთი) – 153
5. გრემ ალექსანდრი (შოტლანდია) – 130
6. სერხიო რამოსი (ესპანეთი) – 120

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი