მთავარი საქართველოლეგიონერები კვარაცხელია- დავითაშვილის ,,რუბინმა” ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ გუნდს სძლია

კვარაცხელია- დავითაშვილის ,,რუბინმა” ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ გუნდს სძლია

ავტორი კახა მიხანაშვილი
28 ნახვა

რუსეთის პრემიერლიგის 27-ე ტურის შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიასა და ზუკა დავითაშვილის ,,რუბინმა” ჩემპიონთა ლიგის საგზურის მაძიებელი ,,კრასნოდარი” დაამარცხა.

ყაზანში ჩატარებულ მატჩში ,,რუბინმა” მეტოქეს დენის მაკაროვის გოლით მინინალური ანგარიშით 1:0 სძლია.

ხვიჩა კვარაცხელია ყაზანელთა სასტარტო თერთმეტეულში იყო და მატჩი სრულად ჩაატარა.

ზუკა დავითაშვილი კი მწვრთნელებმა მოედანზე 83-ე წუთზე შეიყვანეს.

ამ გამარჯვების შემდეგ ,,რუბინმა” 33 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე იმყოფება.

ქართველების გუნდი ევროთასების მიღმა დარჩა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი